ნანა ქირია და “ლამაზი სევდა”


ნანა ქირია ზუგდიდის მერვე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრია, რომელმაც ერთ პატარა კრებულში, სათუთად, აკინძა მისი საყვარელი ლექსები და “ლამაზი სევდა” უწოდა. რატომ “ლამაზი სევდა”?- ამაზე სასაუბროდ, ნანამ “სარკმელის” “გულების ოთახში” მოიწვია, მეგობრები, პედაგოგები, ახალგაზრდა შემოქმედები. ისინი,  ვისაც უყვარს ლექსი და ქართული სიტყვა.

ავტორმა და მისმა მეგობრებმა წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები კრებულიდან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OGyoWEBqcuE[/embedyt]

ნანას შემოქმედებაზე ისაუბრა მისმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა იმედა სამუშიამ.

ნორჩ პოეტს მიესალმა და წარმატებები უსურვა ახალგაზრდა პოეტმა ნიკა ლაშხიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=U8uw_tcl8_4[/embedyt]

საღამო მუსიკალურად გააფორმა მესამე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ გეგა ქირიამ.

ღონისძიება ჩატარადა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ცნობილი პროექტის “ახალი სახეები” ფარგლებში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9wpgyhbcosA[/embedyt]