დავით კოდუამ მომხდარ ინციდენტზე ბრიფინგი გამართა


„ევროპული საქართველოს“ ხმაურიანი აქციის დამთავრების შემდეგ, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ ბრიფინგი გამართა ერგეტაში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა განაცხადეს, აქციაზე განაცხადეს, რომ პარტიის  მერობის კანდიდატის და საქართველოს პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას მეუღლეს გია ჯიქიას და მის თანამოაზრეებს ერგერტაში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს. გია ჯიქიამ ჟურნალისტებთან დაადასტურა ეს ფაქტი, ხოლო მისმა თანამოაზრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ თავდამსხმელები იყვენენ ერგეტის მაჟორიტარობის კანდიდატის ზვიად ყორშიას თანამოაზრეები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=JO5p1WfT7bQ[/embedyt]

ბრიფინგზე დავით კოდუამ, აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა,  მერობის კანდიდატისა და პარლამენტარის მეუღლემ გია ჯიქიამ, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს „ოცნების“ მიკროშტაბის წინ მდგომ აქტივისტებს, რის გამოც მოხდა ინციდენტი. კოდუამ, ბრიფინგზე, გაავრცელა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hV6zlQn0g0o[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!