დღეს, კულტურის ცენტრში „ოდიში“, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი (ზვიად) სიჭინავა, ამომრჩევლებს პირველად შეხვდა და საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. ზვიად სიჭინავამ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავს მერად არჩევის შემთხვევაში.დღევანდელ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მერობის კანდიდატის მეგობრები და ამომჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. შეხვედრაზე, საკრებულოს დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვაჟა კიტიამ განაცხადა: “საკრებულოში ჩემი არ არჩევის შემთხვევაში, არანაირი განსაკუთრებული არ მოხდება, მაგრამ თუ მხარს არ დავუჭერთ და არ ავირჩევთ ამ ღირსეულ ადამიანს, მაშინ შეიძლება ჩვენმა ქალაქმა ბევრი რამ დაკარგოს. ჩემი შვილიშვილი, რომელიც აქ დღეს ესწრება და ზეგ ბერლინში მიფრინავს უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბრალებლად, ძალიან მინდა დაბრუნდეს იმ ქალაქში, რომელსაც შესანიშნავი მერი ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს.“ ზვიად სიჭინავას პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა: მურთაზ ხურცილავამ, დემიკო ლოლაძემ, ოთარ ჭითანავამ, ვიდეოჩანაწერით ზუგდიდელებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ. ვეტერანმა ფეხბურთელმა მურთაზ ხურცილავამ ისაუბრა საფეხბურთო სკოლაზე. მისი განმარტებით, ზვიად სიჭინავა, მერობის შემთხვევაში, უფრო მეტ ღირსეულ და სასიკეთო საქმეებს გააკეთებს თავისი ქალაქისთვის. მოგვიანებით, ამომრჩევლებს მიმართა თავად მერობის კანდიდატმა. მან ისაუბრა ჯანდაცვაზე, სოციალურ პროგრამებზე, ბიზნესის განვითარებაზე, მუნიციპალურ ტრანსპორტზე, სპორტზე, კულტურაზე, განათლებაზე, ეკოლოგიაზე, და ახალგაზრდულ საკითხებზე. ჟურნალისტებთან საუბარში, ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და სოციალური უზრუნვლყოფაა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=myvn8RTH6Hc[/embedyt]