ლაშა გოგია ზუგდიდელ მედიკოსებს შეხვდა


დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ზუგდიდელ მედიკოსებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე და მიმართულებებზე, რომლის განხორციელებსაც გეგმავს ზუგდიდში მერად არჩევის შემთხვევაში.

შეხვედრის დასაწყისში, ლაშა გოგიამ მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ ნდობისთთვის და მხარდაჭერისთვის, ასევე, მან მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა ქალაქში გაწეული საქმიანობისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა, ისაუბრა ქალაქში განხორციელებულ,  მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. მან ყურადღება გაამახვილა ბოტანიკური ბაღის, გზების, სტადიონის, თეატრის და რუხის საავადმყოფოს რეაბილიტაციაზე. აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოპერაცია დაფინანსდა. ლაშა გოგიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა ი.ქ.კ საავადმყოფოზეც. „ფაქტიურად, ამ საავადმყოფოში გავიზარდე, 35 წელიწადი მუშაობდა დედაჩემი ი.ქ.კ. საავადმყოფოში და იქაურ პერსონალს ვიცნობდი, ერთ-ერთი ძლიერი საავადმყოფო იყო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ჩემი ოცნებაა, რომ საავადმყოფო ისევ აღდგეს და დაიწყოს ფუნქციონირება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კომბინატში საავადმყოფომ იმუშავოს“. ექიმებთან შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად აპირებს საბჭოს შექმნას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ექიმები. საბჭო, ძირითადად, მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იქნება ორიენტირებული. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=eLlQA9Fhuxo[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!