ადგილობრივი თვითმმართველობის 21 ოქტომბრის არჩევნებში, ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა. მათ შორის, 1 დამოუკიდებელი და 6 პარტიული ნიშნით.
ლელა ქებურია,-საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე-ევროპული საქართველო“ -2; ზურაბ ჯინჯოლავა,-საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“-3; ლევან კონჯარია,-საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-5; გოგიტა ბიგვავა, -„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-8; გიზო სტურუა,-საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“- 27; ლაშა გოგია, -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-41; დომენტი სიჭინავა,-საინიციატივო ჯგუფი-42.