ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეეძლებათ. ამის შესახებ, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ყრუთა კავშირის ზუგდიდის ფილიალში გაიმართა, ბენეფიციარებს, ამომრჩევლებს, აცნობა ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფო სიჭინავამ.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DynerMwClFY[/embedyt]”ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ინფორმაცია შეეძლებათ მიიღონ ცესკოს ვებ გვერდზე რეგისტარციის გავლის შემდეგ. ისინი, ვიდეოზარის საშუალებით, დაუკავშირდებიან სატელეფონო ცენტრს, სადაც მოემსახურებათ თარჯიმანი ჟესტური ენით და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მათ ასევე, შეეძლებათ, ერთიან სიაში გადაამოწმონ როგორც საკუთარი თავი, ოჯახის წევრებიც”.
„ზუგდიდელებს“ შესაძლებლობა ეძლევათ მიაწოდონ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ზემოთხსენებული ინფორმაცია ჟესტურ ენაზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0wptmAm1vvc[/embedyt]