„ტოიბელე და მისი დემონი“ ზუგდიდში


15 სექტემბერს, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ახალ სეზონს ხსნის სპექტაკლის „ტოიბელე და მისი დემონი“ პრემიერით, რომელიც ებრაელი მწერლის ისააკ ბაშევის-ზინგერის პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისორმა გიორგი თავაძე (უმცროსმა) „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ სპექტაკლზე, ზუგიდიდის თეატრის დასთან ერთად, ერთი თვეა მუშაობს.  სპექტაკლი უკვე მზადაა და  ზუგდიდელი, გემოვნებიანი მაყურებელი, ხვალ 15 სექტემბერს, ნახავს ერთ უჩვეულო ისტორიას. “სათაურიდან გამომდინარე, მიხვედებით, რომ ეს ისტორია არ არის მთლად ჩვეულებრივი, ეს არის ნახევრად მისტიური და საკმაოდ სერიოზული ფილოსოფიური აქცენტებით გაჯერებული“- გვითხრა რეჟისორმა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=T-AGQ_m-jW8[/embedyt]

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!