საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო


დღეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფიასთან ერთად ქალაქის საბავშვო ბაღებს ეწვია.

მერაბ ქვარაიას განცხადებით ბაღებში, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაგროვდა არაერთი პრობლემა. რის გამოც ამჟამად აქ მძიმე სიტუაციაა, თუმცა ქალაქის თვითმმართველობისთვის პრიორიტეტი საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით 2015 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული თანხები, რათა აღსაზრდელებს ქონდეთ შესაბამისი პირობები.

სიტუაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ თითქმის ყველა საბავშვო ბაღში ჩასახლებული არიან დევნილები, რის გამოც იქმნება ფართის პრობლემა, რაც ჯგუფებში სტანდარტით გათვალისწინებულზე მეტი ბავშვის ყოფნას იწვევს. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება ამ ოჯახებს შუამდგომლობა გაუწიოს შესაბამის უწყებებთან ალტერნატიული ფართის მოძიებაში. ასევე ბაღებში აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს სამზარეულოები და სველი წერტილები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!