დღეს ორშაბათია… ის ხალხი, რომელსაც გაგაცნობთ, ამბობს, რომ დღეს მაგარი დღეა მათთვის! ჩვენ ვარღვევთ ჟურნალისტურ სტანდარტებს და იმთავითვე გეტყვით, რომ დღეს, მაგარი დღეა, არა მარტო ჯგუფისთვის “ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის” (ხელმძღვანელი ედუარდ ფარცვანია), არამედ, ზოგადად, ზუგდიდელებისთვის…
ამ საღამოს, 18:00 – ზე, ბერიას ქუჩაზე, ყოფილი ავტოსადგურის შენობაში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩვენი ბაბუები, ბებიები, მშობლები, ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები და შემდეგ “ზუგდიდით შეზარხოშებულები”, ქალაქში შემოდიოდნენ, თუ ტოვებდნენ მას და მგზავრობის წინ თუ შემდეგ “ბულკსა და კაკაოს” მიირთმევდნენ ავტოსადგურის კაფეტერიაში, ახალი სიცოცხლით, ახალი შინაარსით, სუპერ კრეატივით დატვირთული სოციალური ბარი იხსნება. “მეგო-ბარი” საქმიანი სიყვარულით იბადება და მარტო კაფე, ან ბარი არ იქნება… იქნება იმაზე მეტი, ვიდრე გვაქვს დღევანდელ ზუგდიდურ რეალობაში და თან ყველა, სამწუხაროდ, მხოლოდ ქალაქის ცენტრში…
რას და როგორ აქტივობებს გეგმავს “მეგო-ბარი”, ჩვენს ვიდეორეპორტაჟში მოგითხრობთ პროექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა შედანია, რომელიც თავის მოხალისე მეგობრებთან ერთად, უკვე ათეულობით ღამეს ათენ-აღამებს ამ სივრცეში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=01uSYaiUlwE[/embedyt]