ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრამ ხმაურისა და კამათის ფონზე წარიმართა. დეპუტატთან შეკითხვა ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს. მისი თქმით, კარგი იქნებოდა დღევანდელ შეხვედრაზე მეტი რიგითი ზუგდიდელი ყოფილიყო. წითლიძემ დეპუტატს 14 შეკითხვა დაუსვა. მისი განმარტებით, ეს არის 14 პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ზუგდიდს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EJ-GTjdfsOo[/embedyt]
წითლიძემ მოგვიანებით, პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს იყო არა დეპუტატის ანგარიში ხალხს, არამედ დეპუტატის ანგარიში საკუთარ აქტივისტებს და საჯარო მოხელეებს. აქ რიგითი ზუგდიდელი პირადად მე არ მინახავს და დეპუტატის დემაგოგია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ყველაფერი ზუგდიდში არის კარგად არის ერთი ძალიან დიდი ტყუილი, რის გამოც ჩვენ დავტოვეთ პროტესტის ნიშნად დარბაზი და დავუტოვეთ ბატონ ქვარაიას 14 შეკითხვა ზუგდიდელებისგან . ანა წითლიძის თქმით, სად იყო ბატონი ქვარაია, როდესაც 70 მუშას არ გადაუხადეს ხელფასი მხოლოდ იმის გამო, რომ კორუფციულ სქემაში გარეული იყო ქალაქის ვიცე მერი , სად იყო მერაბ ქვარაია, როდესაც ზუგდიდს წაართვეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და რა სინდისით ატარებს დღეს ის ანგარიშს ხალხთან, როდესაც მან კომიტეტზე ხმა მისცა ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას. “სად იყო ქვარაია როდესაც ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს და გარემოვაჭრეებს ექნებოდათ პრობლემები. ზედამხედველობის სამსახურის დარბევის შიშით ისინი დღესაც ათენებენ ღამეებს. ამ ყველაფერზე პასუხი არ ქონდა ქვარაიას. ჩვენ დღეს მისი დემაგოგის მოსასმენად ნამდვილად არ ვართ მოსულები და არც იმისთვის მოვსულვართ , რომ საჯარო მოხელეების მხრიდან მის ყოველ სიტყვაზე ტაშის დაკვრა მოგვესმინა”.
თავის მხრივ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ოპოზიციონერი დეპუატის შეკითხვებს უპასუხა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=PIxqxOfZ69k[/embedyt]