მერაბ ქვარაიას ანგარიში საზოგადოებას


დღეს, ტექნოპარკი ზუგდიდში, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გამართა შეხვედრა, სადაც დამსწრე საზოგადოებას პარლამენტში მისი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მერაბ ქვარაიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, 

ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. დეპუტატის განმარტებით, ის პარლამენტში რვა კანონპროექტის ინიციატორია, მისი თქმით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 25 სხდომაში მიიღო მონაწილეობა და კომიტეტში განხილულ საკითხთა რაოდენობა 63 შეადგენს, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 15 სხდომაში მიიღო მონაწილეობა და კომიტეტზე განხილულ საკითხთა რაოდენობა 80 შეადგენს. დეპუტატმა ისაუბრა მაჟორიტარის ბიუროზე. მისი თქმით, ბიუროში კონსულტაცია გაეწია 700- ზე მეტ მოქალაქეს და 70-მდე ოფიციალური საშუამდგომლო წერილით მიმართა სხვადასხვა სტრუქტურას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=FNlWAN85U0U[/embedyt]

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა მაჟორიტარის ოფისის მენეჯერმა ირაკლი ბაღათურიამ. მან აღნიშნა, რომ ბიუროს შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს გაუწიოს შუამდგომლობა პრობლემის გადაწყვეტაში, როგორც ადგილობრივ, ასევე აღმსარულელებლ ხელისფლებასთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LRR0H5S9Kyk[/embedyt]

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!