ინგირში, ასფალტ-ბეტონის ქარხანა გარემოს აბინძურებს-ო


ინგირის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა მალხაზ ჭეჟიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ინგირში, ცეკავშირის უბანში, სადაც ასფალტ-ბეტონის ქარხანაა, სამუშაო საათები დაწესდეს 10 საათიდან მაქსიმუმ  7-საათამდე, ამასთანავე, ქარხანამ არ იმუშაოს დასვენების დღეებში. 

დეპუტატი ითხოვს ფილტრების დამონტაჟებას, რადგან, სუფთა ჰაერის ნაცვლად მოსახლეობა ჭვარტლს სუნთქავს. მისი განმარტებით, ასფალტის ქარხანა დასაკეტია, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გარემოს დაცვის არცერთ მოთხოვნას. „ყველამ ვიცით ვის ეკუთვნის ეს ქარხანა. ქარხანაში ვინც მუშაობს 90% ყველას ვიცნობ, მე არ მინდა ვინმე დარჩეს უსამსახუროდ. მე არაფერს ვლაპარაკობ იმ ინფრასტრუქტურაზე, გზებზე, რომელიც ამ ქარხანამ და მისმა ტექნიკამ დაანგრია. ქარხანა მუშაობას იწყებს 7 საათზე, ამ დილით ქარხანამ დაიწყო მუშოაბა 8-ის ნახევარზე. ამ სიცხეში ფანჯრები ყველას გაღებული გვაქვს. ასფალტის ქარხანა ჩემი სახლიდან 200 მეტრშია. ამ დილით, ეზოში, იდგა ბუღი, კვამლი. შეუძლებელია სარეცხის გაფენა. სახლში სტუმრები მყავს, ხალხი ხმაურში ვერ იძინებს“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QcFLDdXqbYk[/embedyt]

შეხვედრაზე იმყოფებოდა გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი. მან აღნიშნა, რომ სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, შედგა ოქმი და განისაზღვრა, რომ ქარხანამ იმუშაოს დილის ათის ნახევრიდან საღამოს ექვს საათამდე. „თუ ჩვენ არ დაგვექვემდებარებიან, მერე ჯარიმებით ვიმოქმედებთ. 2 ათასი ლარი იქნება პირველ ჯერზე“- განაცხადა ჯაიანმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BGPCnST4e40[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!