ზუგდიდის მერიამ წუხელ, გვიან ღამით, ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია ამინდის მოსალოდნელი ცვლილებისათვის მერიის სამსახურების მზადყოფნისა და ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ.
მერიის პრესსამსახურმა, იმავდროულად, სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დადო ინტერვიუ ზუგდიდის მერის მოადგილესთან გია გულორდავასთან, სადაც ვიცე მერი აცხადებს რომ მთელი ქალაქი მზადყოფნაშია უყურადღებოდ არ დატოვოს და ოპერატიულად ჩაერთოს სტიქიის მიერ გამოწვეულ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში.