944 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა-სამინისტრო


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული დაკანონების კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ 944 ოჯახს გადაეცემა.

უწყების ცნობით, 850 დევნილ ოჯახს ახალგადაცემული ბინები უკანონდება, 94 ოჯახი კი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონდებათ და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!