- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიიღეს.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები; ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.