9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

6 + 10 =

Akismet ანტისპამი