- თუ დილით გაიღვიძეთ, დაფიქრდით, რომ თქვენ მოგეცათ უნიკალური საშუალება, ისუნთქოთ, იფიქროთ, დატკბეთ და გიყვარდეთ. დღეს შევკრიბეთ ყველა ის მნიშვნელოვანი 9 საქმე, რომელიც მთელ დღეს გაგიბედნიერებთ.
ლოცვა: მშვიდ გარემოში მოხერხებულად მოეწყვეთ და ილოცეთ.
მადლიერება საკუთარი თავის მიმართ: იყავით იმის მადლიერი, რაც გაქვთ. მცირე საქმის გაკეთების შემდეგაც კი შეაქეთ საკუთარი თავი. არც სხვებისთვის დაგავიწყდეთ მადლობის თქმა.
წყლის დალევა: სხეული რომ გამოფხიზლდეს 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. ამასთანავე, გაისუფთავებთ ორგანიზმს ტოქსინებისგან. წყალი შიმშილის გრძნობასაც შეგიმცირებთ და თავის ტკივილსაც.
ვარჯიში: მსუბუქი ვარჯიში, რომელიც აამუშავებს კუნთებს, ძვლებს. ხერხემალს ელასტიკურობას შეძენს.
მუსიკა: განწყობას შეგიქმნით. ამიტომ, გონივრულად უნდა შეარჩიოთ. უმჯობესია, ენერგიაზე მომყვან მელოდიას მოუსმინოთ.
ღიმილი: გაუღიმეთ საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით.
მილაგება: სახლიდან გასვლამდე მოაწესრიგეთ თქვენი ბინა, რათა საღამოს შინ დაბრუნებულმა დალაგებულ ზომაში დაისვენოთ.
სია: ჩამოწერეთ დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ.
ჯერ რთული: ეცადეთ, თავდაპირველად რთული საქმე შეასრულოთ. დანარჩენს სწრაფად და ადვილად შეასრულებთ. თუ ჯერ პატარ-პატარა საკითხებს მოაგვარებთ და რთულს შემდეგისთვის შემოინახავთ, მის დასასრულებლად არც დრო დაგრჩებათ, არც ენერგია.
მოგიხსნით.