- სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 9 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.
გამოიკვეთა 9 სასურსათო პროდუქტი, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო.