10 აგვისტოს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება


10 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “GEM FEST” გაიხსნება. მანამდე კი დღეს, დადიანების სასახლის ეზოში ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ  საზოგადოებას ამცნო , რომ  2017 წლიდან  “GEM FEST” -ი ერთი  თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის გარდა, მან ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა  ფესტივალის მთავარი ვიდეო , რომელიც მთლიანად სამეგრელოშია გადაღებული.

გიორგი სიგუა: „  ჩვენ ვეცადეთ პრომო ვიდეო ყოფილიყო სინქრონიზებული სამეგრელოს პრომო ვიდეოსთან. გაგვეკეთებინა სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო არა მხოლოდ კადრებით ბგერებითაც კი, ამისათვის ჩვენ შემოვიარეთ მთელი სამეგრელო ჩავიწერეთ ყველანაირი ბგერა რაც კი არის სამეგრელოში. გავიგეთ ჩიტის, ბალახის, ფოთოლის, ბუჩქის, ჩანჩქერის შრიალი. ამ ბგერებისგან შეიქმნა ელექტრონული ტრეკი, რომელიც დაედო თვალწარმტაც კადრებს , რომელიც მთელ  სამეგრელოშია გადაღებული. ჩვენ დიდი სიამაყით გავიტანთ gem fest- ს როგორც პროდუქტს, რომელიც დაიბადა და ვითარდება  სამეგრელოში აღნიშნა -სიგუამ ჟურნლისტებთან.

შეხვედრა დასრულდა ულამაზესი ფეირვერკებით.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!