ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საანგარიშო კონცერტით წარსდგა მაყურებლის წინაშე. სასახლის საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი ანგარიშით წარსდგნენ სასახლის მხატვრული კოლექტივები: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მახარია“
(ხელმძღვანელები: ქეთევან კილასონია და ნონა მაქაცარია), ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,მტრედები“ (ხელმძღვანელი გურგენ სამუშია ) და ,,იგრიკა “ (ხელმძღვანელი: ელგუჯა მამალაძე), ვოკალური ანსამბლი ,,რეტრო’’ (ხელმძღვანელი ნანა ნოდია),
სტუდია ,,რიბი-რაბო’’ და ანსამბლი ,,გინცი’’ (ხელმძღვანელები: ნინო მამფორია, ეკა კერესელიძე, ნათია ზარანდია), გიტარის წრე ((ხელმძღვანელი ვასო მამფორია), სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ანსამბლი ,,ეზი’’ (ხელმძღვანელები: მაია შამათავა და გოჩა კაპანაძე)
სასახლის აღსაზრდელებმა სიმღერისა და ცეკვის გარდა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
საათნახევრინმა კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სცენაზე გამომსვლელებს მხურვალე აპლოდისმენტებით აცილებდნენ.
საანგარიშო კონცერტი სასახლეში ორი დღე გაგრძელდება.