8 აგვისტო ზუგდიდში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია თავის ფეისგვერდზე აქვეყნებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც დღეს ქალაქში ჩატარდება  2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებით. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების საფლავების ყვავილებით შემკობა  12:00 საათზე. 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში გაიმართება სპექტაკლი “დამსჯელი 14”. ამავე დაწესებულებაში მოეწყობა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო მასალების გამოფენა.
2008 წელს, საქართველოში, რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა . სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!