- პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
“გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები პირველ რიგში, მიღებულია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა ამ ნაბიჯის შემდგომ, შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტიპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება. ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ატაროს პირბადე”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.