იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა. მათ შორის მოხვდა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობია. ის შეირჩა 12 ხმით ორის წინააღმდეგ.
უვადოდ გამწესდნენ მოსამართლეები:
ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 12 ხმით,
ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 ხმით,
გია ბერაია – ახალციხის რაიონულ სასამართლოში 12 ხმით,
ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 13 ხმით,
ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 ხმით,
სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში 12 ხმით,
ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ხმით,
მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ხმით.