8 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.