- პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში, რუსთავში და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება.
“8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.