79 წლის ციალა ჯოჯუა დაპირებულის შესრულებას ელოდება


ქალბატონ ციალა ჯოჯუს საცხოვრებელ ბინაში სამი თვეა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ბინაში გაკეთდა ასასვლელი საფეხურები, ეტაპობრივად კეთდება იატაკი და კარ-ფანჯრები. ქალბატონ ციალას შვილი ლალი ცირდავა ამბობს: „თავიდან განცხადება შევიტანე   სოციალურ სააგენტოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=81yrKjl5wTQ[/embedyt]

აგენტმა მითხრა – დაბალი ქულა მოგივიდაო, არ მიკითხავს კონკრეტულად რამდენი იყო. მოგვიანებით, აგენტი მეუბნება, ხელახლა გადამოწმებაზე მოვალთო მარტის თვეში და შენ თუ აქ გნახეთ ისევ, დაბალ ქულას ვერ მიიღებთო. გადასამოწმებელი რა ნახეს აქ, თქვენც ხომ ხედავთ, აქ როგორი მდგომარეობაა. გარდა ამისა, ბინის გადაფორმება ჭიანურდება. არადა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს იყო საუბარი. მაშინ მეუბნებოდნენ დოკუმენტები თბილისში არისო გაგზავნილი, როგორც კი ჩამოვა, ათ დღეში გაგიფორმებთო და მის მერე სამი თვე გავიდა. როგორც ვიცი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიორგი თოდუა ელაპარაკა ამხანაგობის თავმჯდომარეს ცისანა მამარდაშვილს. მას შეეხმიანეთ და კითხეთ, უფრო ზუსტად ის გეტყვით. ბატონი გიორგი ძალიან დაგვეხმარა, მითხრა,  ისე იქნება ყველაფერი როგორც შენ გინდაო. რამდენჯერმე მოვიდა და შეამოწმა სამუშაო პროცესები როგორ მიმდინარეობდა და რა სტადიაში იყო. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ჩვენი მოთხოვნა ბინის გადაფორმებასთან დაკავშირებით არ შესრულდება, დედაჩემი და მე ისევ დავიწყებთ საპროტექსტო აქციას, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს.“ ზუგდიდელები.გე დაუკავშიურდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი თოდუას: „რაღაც დოკუმენტებთან არის დაკავშირებული, დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, ჩვენ ფაქტიურად, ვშუამდგომლობთ, ზედამხედველობის უფლება არ გვაქვს, ამხანაგობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა ეთანამშრომლა ჩვენთან. დოკუმენტებში იყო გაპარული უზუსტობა. ჩვენ მას ეს ავუხსენით და როგორც ვიცი, გამოსწორდა. ქალბატონმა ციცანამ მიწის ლეგალიზების კომისიაში უნდა შემოიტანოს დოკუმენტი. შეიძლება ეს დოკუმენტი მას დღესაც მზად აქვს.  კომისია ელოდება და მოხდება მისი განხილვა.“

ზუგდიდელები.გე დაუკავშირდა ამხანაგობის თავმჯდომარეს ციცანა მამარდაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებიტ იყო პრობლემა. მიმდინარეობდა მათი მოძიება და მომზადება არქივსა და ნოტარიუსში. „საკუთრებაში გადაფორმება მოხდება უახლოეს დღეებში. საქმე გაჭიანურდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვიმყოფებოდი ქალაქში“.

64 დღის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ,  79 წლის ციალა ჯოჯუამ, იმ პირობით, რომ მისთვის სასურველ საცხოვრებელ ფართს დაუკანონებდნენ და გაურემონტებდნენ, აქცია შეწყვიტა. პირობა ჯერ კიდევ შეუსრულებელია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!