78 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა შეწყვიტა


ამ დილით, აქციის 21-ე დღეს, 78 წლის ციალა ჯოჯუამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ ის გამგეობის წინ აქციას ისევ აგრძელებს, მიზნის საბოლოო მიღწევამდე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოშიმშილე 78 წლის ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეტენზია, რასაც ოჯახი აცხადებს, სასამართლოს გადასაწყვეტია და ეს მათი კომპეტენცია არ არის.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!