78 წლის ციალა ჯოჯუა ისევ შიმშილობს


ზუგდიდელი, 78 წლის ციალა ჯოჯუა მერვე დღეა  გამგეობის წინ შიმშილობს. მისი და მისი შვილის ლალი ცირდავას  მოთხოვნა უცვლელია,  ისინი ითხოვენ, როგორც თვითონ ამბობენ,  „თაღლითურად წართმეული“ #1ბინის დაბრუნებას, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. ლალი ცირდავა ამბობს,რომ მას უკანონოდ  წაართვეს ბინა ციცო მამარდაშვილმა და ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების  სამსახურის  მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ალანიამ. ისინი ბრძოლას განაგრძობენ მანამ სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება ბოლომდე შესრულებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Xn-y37U37SE[/embedyt]

„ზუგდიდელები“ დაუკავშირდა ააიპ  „ზუგდიდასუფთავების“ შესყიდვების  სამსახურის მთავარ  სპეციალისტს ზურაბ ალანიას, რომელიც ამბობს რომ, ჯოჯუების ოჯახისთვის  ცნობილი იყო  თუ  ისინი  მიიღებდნენ #10 საცხოვრებელ ბინას, მათ მოუწევდათ #1 ბინის დატოვება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LbzW1c3WeOU[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!