გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა


  • შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან – ლევან მაისურაძესთან ერთად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათ აღნიშნული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ხუბულავა წარუდგინა.

შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ხუბულავას წარმატებული საქმიანობა უსურვა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფის, ასევე, საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს და დაგეგმილ პროექტებს.

გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!