რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიური მიმართულება ამოქმედდა


  • ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა – პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ.

უწყების ცნობით, მომსახურება უპრეცედენტოა რეგიონში, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისისთვის, ბენეფიციარებს, დედაქალაქში უწევდათ წასვლა, ახლა კი კლინიკაშია ხელმისაწვდომი.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის — კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში რიტმის დარღვევების პრევენციის მიზნით უტარდება; შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. ასევე, კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე – ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!