მუზეუმში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალ, უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოჩენილი კინორეჟისორისა და ხელოვნების მოღვაწის, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება გამორჩეული იყო არა მხოლოდ თემატურად, არამედ მუსიკალური დატვირთვითაც.

ღონისძიებას, განსაკუთრებული შთაბეჭდილება შესძინა მუსიკალურმა ნომრებმა. სტუმრებს, ვიოლინოსა და ფორტეპიანოს ცოცხალი შესრულება შესთავაზეს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მევიოლინემ – ბელა ბერკემერ-მახარაძემ, პიანისტმა, დირიჟორმა გიორგი რევიშვილმა და მუსიკოსმა, რეჟისორმა, ბაჩო მენაბდემ.

მუსიკოსებმა სტუმრებს დაუვიწყარი ემოციური საღამო აჩუქეს.

საღამოს ესწრებოდნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და კინომოყვარულები.

გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური ფოტომასალა,ფილმების კადრები და პირადი არქივი, რომელიც ინახება ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მერაბ კოკოჩაშვილის მრავალმხრივ შემოქმედებასა და გავლენას ქართულ კინოში.

გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება ვიზიტორთათვის სექტემბრის ბოლომდე, უფლისწულის სასახლეში, ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, 11:00 სათიდან 17:00 საათამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!