7 მაისს ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება ზუგდიდის თეატრში


  • ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის – “ღია ზღვაში” პიესის მიხედვით დადგმულ წარმოდგენას, მაყურებელი 7 მაისს ნახავს.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი მოგვითხრობს გემის ჩაძირვის შემდეგ, 3 გადარჩენილ ადამიანზე, რომლებიც ტივზე ხვდებიან. შუა ზღვაში, ეულად დარჩენილი სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის სიმშვიდეს შიმშილი არღვევს. ისინი გადაწყვეტენ, რომ, გადარჩენის მიზნით ერთერთი მათგანი უნდა შეჭამონ. სწორედ აქ იწყება ძალიან სასაცილო და შოკისმომგვრელი ბრძოლა გადარჩენისთვის. სიმართლესა და ტყუილს შორის ყველანაირი საზღვარები იშლება. საბოლოოდ კი ყველაფერი აბსურდსა და სიგჟემდე მიდის, საიდანაც გამოსავალი თითქოს არ ჩანს.

სპექტაკლის რეჟისორია ლაშა შეროზია.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!