- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხვალ, 7 ივლისს, იგეგმება ქიმიური პრეპარატებით ინტენსიური შეწამვლითი ღონისძიებები მცენარეთა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, შეწამვლითი სამუშაოების ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დილის 06:00 საათიდან 09:00 საათამდე დაიკეტება ვიზიტორებისათვის.