7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. დღის მეორე ნახევრიდან სითბოს ფონზე აღმოსაველეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“თბილისში 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 7-8 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7-8 ივნისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!