- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კლასტერში შემავალ პროგრამებს 7 წლის ვადით აკრედიტაცია მიანიჭა
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კლასტერში გაერთიანებული პროგრამებია:
პროგრამა 1: „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
პროგრამა 2: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
- საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულება: საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – ისტორიის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მასწავლებელი საზოგადოებრივ მეცნიერებებში – გეოგრაფიის მასწავლებელი;
- საბუნებისმეტყველო ბლოკი: საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) ბიოლოგიის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) ქიმიის მასწავლებელი;
- უცხოური ენების მიმართულება: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი უცხოურ ენაში – ინგლისური ენის მასწავლებელი;
- ესთეტიკისა და სპორტის მიმართულება: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი; დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მუსიკის მასწავლებელი.
პროგრამა 3: დაწყებითი /საბაზო/საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:
1.ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება: დაწყებითი საფეხურის (I- VI კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2. მათემატიკის მიმართულება: დაწყებითი საფეხურის (I- VI კლასების) მათემატიკის მასწავლებელი; საბაზო-საშუალო საფეხურის (VII- XII კლასების) მათემატიკის მასწავლებელი;
3. დაწყებითი საფეხურის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი;
4. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
5. ბუნებისმეტყველების მიმართულება: დაწყებითი საფეხურის (I- VI კლასების) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.