15 ივლისი ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულია


  • 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიურთან ერთად, სახალხო დღესასწაულია ზუგდიდში, სადაც უდიდესი სიწმინდე მარიამ ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა იოანე აკომიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ დღესასწაული, წელსაც, ჩვეულებრივად ჩატარდება.

მამა იოანე აკობია: -“დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირები გამოაბრძანებენ ღვთისმშობლის კვართს, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნება ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართს გადააბრძანებენ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლენს. სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლს და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.

დღესასწაულს მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ეწვევიან. ხვალ, დღესასწაულზე ჩამოდიან მთავრობის წარმომადგენლები. ველოდებით პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და მინისტრებს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!