გაზაფხულის ერთი ლამაზი დღე ახალსოფელში


  • დღეს, ახალსოფლის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება. ღონისძიების ავტორი გახლდათ ამავე სოფლის მკვიდრი როზა როგავა, რომელიც სოფელში ჩატარებული არაერთი შემოქმედებითი პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო და არის დღემდე.

როზა როგავა: “ეს ღონისძიება არ შედგებოდა, რომ არა საამაყო ახალსოფლელი ძმები: თორნიკე და ვიტალი ჯოჯუები, რომლებიც წარმატებულად მოღვაწეობენ დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, ძმები ახალსოფლიდან შორს ცხოვრობენ ოდაბადეს სიყვარული არ განელებიათ, რაზეც ეს ღონისძიებაც მეტყველებს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.”

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამსამბლმა “შანსი” (ხელმძღვანელი ლევანი ბარამია). ხალხური დუეტი (ჯულიეტა ტუფურია და მზია შონია).

მოწვეული სტუმარი გახლდათ პოეტი ციალა ჩხეტია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები, სოფლის მკვიდრნი და ამ სოფელში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ქალბატონები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!