”კაზანტიპში” ქორწილია!


“კაზანტიპის რესპუბლიკაში”, ცოტა ხნის წინ დაახლოებით ოცდაათმა წყვილმა “იქორწინა”. საზეიმო ღონისძიება რესპუბლიკის მთავარ სცენაზე გაიმართა. დაქორწინებული წყვილებიდან არიან გოგოებიც, რომლებმაც ერთმანეთზე “იქორწინეს”. წყვილებს “კაზანტიპისგან” ქორწინების სპეციალური დოკუმენტები გადაეცათ…  

რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისასალმებელია სიყვარული ნებისმიერი სახის გამოვლინებით, გარდა აღვირახსნილობისა. მათთვის, ვინც ამას გვერდს აუვლის, დაწესებულია “სწრაფი ქორწინების” ინსტიტუტი. მოქალაქეები, რომელთაც უცებ შეუყვარდებათ ერთმანეთი, საშუალება ეძლევათ, სწრაფად განახორციელონ ზეციური ქორწინება, ანუ გაიარონ “სწრაფი ქორწინების” ცერემონია. “ზეციური კავშირის რაოდენობა განუსაზღვრელია. ღმერთმა დალოცოს თქვენი კავშირი!”, – აღნიშნულია კონსტიტუციაში.  როგორც ერთ-ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა განაცხადა, ისინი უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, თუმცა ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “კაზანტიპის” ფესტივალზე “დაქორწინებულიყვნენ”. “ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ბედნიერები ვართ, რომ დღეს ერთად ვართ. დღეს ჩვენ დავქორწინდით და ვაპირებთ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ”, – განაცხადეს დაქორწინებულებმა.
“კაზანტიპის” ღონისძიების ფარგლებში,  კიდევ არაერთი წყვილი დაქორწინდება, რადგან საქორწინო ღონისძიება კიდევ ორჯერ გაიმართება.  

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს:

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!