6-8 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე.

“თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -1, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -11, -16 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებყლ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!