- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.