- გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ინფორმაციისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.