ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს გამოეყოფა 58 ათასი ლარი. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მურთაზ ბოკუჩავამ ისაუბრა თეატრში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე. მისი განმარტებით, „თეატრის შენობის ტექნიკური და სარესტავრაციო მდგომარეობა ბევრად უარესია. შესვლა არ შეიძლება. შეიძლება საერთოდ დაინგრეს შენობის ზედა ნაწილი. ოფიციალური კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის სახელმწიფო დაწესებულება, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა თვითმმართველ ერთეულში, თეატრები იმყოფება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის ასიგნირების ხარჯზე. რაც შეეხება, ფინანსთა სამინისტროს, მათი დამოკიდებულება თეატრების მიმართ, გამოიხატებოდა მხოლოდ და მხოლოდ მეთოდური პროექტის შედგენაში”. ბოკუჩავას თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს თეატრის რეაბილტაცია. ის ამბობს, რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა საკმარისია პროექტის ნაწილში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LJzGAafwcHc[/embedyt]
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ანა წითლიძემ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა და იქვე განმარტა, „როდესაც 2016 წლის ბიუჯეტი შედგა, ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით, რომ თეატრის, თუნდაც საპროექტო სამუშაოებისთვის, ბიუჯეტში ყოფილიყო გათვალისწინებული. მერიის სარეზერვო ფონდში არ ყოფილიყო ამდენი თანხა და გამოვთქვამდით ეჭვს, რომ წლის ბოლოს ამ თანხების გადასროლა ჩვენ დაგვჭირდებოდა მუხლიდან მუხლში. ამიტომაც, კარგია, რომ წლის ბოლოს, მოვახერხეთ ეს, თუმცა, ვთვლი, რომ ეს არის ის, რისი დაგეგმვაც ჩვენ წლის დასაწყისშიც შეგვეძლო’’