- “საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ზუგდიდში ეკატერინეს სასახლის აღდგენა იწყება.
“სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო.
თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.