- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ რუხში, (რუხის ციხის მიმდებარედ), სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.
“ზუგდიდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 32 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს, 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას.
“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.