- ხარკოვის მიმართულებით 5 მაისიდან დღემდე რუსი ოკუპანტებისგან უკვე 23 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.
ამის შესახებ გენერალმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ხარკოვის მიმართულებაზე ჩვენი ჯარის მოქმედების შედეგად 5 მაისიდან 23 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მოწინააღმდეგე გაძლიერებულად ხსნის ცეცხლს, ცდილობს ჩვენი ჯარის შეტევის შეჩერებას”, – განაცხადა გრომოვმა.