- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და მის წინ მდებარე ისტორიულ პარკში, 29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის “საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილი გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია.
“აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებათ მეცნიერებსა და მკვლევარებს. მათ მიერ მოთხოვნილი და შეთახნმებული შეხვედრები დაგეგმილ რეჟიმში განხორციელდება. ასევე, ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაგეგმილია 5-9 ოქტომბრის განმავლობაში, ჩატარდება შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებით. აქვე, გაცნობებთ, რომ დაიწყო ევროპული მემკვიდრეობის დღეები, რომელიც გაგრძელდება 7 ნოემბრამდე.
11 ოქტომბერს კი მუზეუმი ახალი გამოფენით გიმასპინძლებთ! გამოფენასთან დაკავშირებულ დეტალებს კი უმოკლეს ვადაში გაცნობებთ.
მუზეუმის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.