- 5 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდება გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების ღონისძიებები.
“სასურველია ამ დღეს, სხვადასხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს მუშა – მოსამსახურეებთან ერთად, ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებმა, სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ორგანიზაციების, დაწესებულებების შიდა და მიმდებარე ტერიტორიების ტრასების, ქუჩების, სკვერების, ბაღების, მოედნების, წყალსაწრეტი არხების დასუფთავების საქმეში. ასევე სასურველია მწვანე ნარგავების დარგვა, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს მიერ უზრუნველყოვილი იქნება აქციის ფარგლებში შეგროვებული ნარჩენების გაზიდვა.”-აღნიშნულია “ზუგდიდიდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 595 22 25 31; 555 41 49 99; 577 96 04 06;