მეჯლისის გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და მის წინ მდებარე ისტორიულ პარკში, 29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის “საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილი გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია.

“აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებათ მეცნიერებსა და მკვლევარებს. მათ მიერ მოთხოვნილი და შეთახნმებული შეხვედრები დაგეგმილ რეჟიმში განხორციელდება. ასევე, ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაგეგმილია 5-9 ოქტომბრის განმავლობაში, ჩატარდება შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებით. აქვე, გაცნობებთ, რომ დაიწყო ევროპული მემკვიდრეობის დღეები, რომელიც გაგრძელდება 7 ნოემბრამდე.

11 ოქტომბერს კი მუზეუმი ახალი გამოფენით გიმასპინძლებთ! გამოფენასთან დაკავშირებულ დეტალებს კი უმოკლეს ვადაში გაცნობებთ.

მუზეუმის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!