49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა


  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ცოტნე კობერიძეს, გიორგი კირთაძეს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ანა გოგოლაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;


„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს, სოფიო ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ლაშა ბაქრაძეს, ანა წითლიძეს.


„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” წევრებს: მამუკა ხაზარაძეს, ანა დოლიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!