- უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.
„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.
ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.
დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერამდე, ზელენსკი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან 1-ელი მარტიდან კონსულტაციებს მართავდა. ამ პერიოდიდან დოლგოვის მოვალეობას უკრაინის დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენელი ასრულებს.
წყარო